„ნიადაგი რომ არ არსებობდეს, რუსული პროპაგანდა ვერ იმუშავებდა“ – ინტერვიუ გია ნოდიასთან

დამოკიდებულება საბჭოთა კავშირისა და სტალინის მიმართ, დეზინფორმაცია და პრორუსული პროპაგანდა – საზოგადოების დამოკიდებულება ამ თემებისადმი Zinc Network-ის და CRRC საქართველოს ერთობლივად ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა.

შედეგებმა ქართულ საზოგადოებაში არსებული რიგი საინტერესო განწყობები გამოკვეთა. მაგალითად:

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 30% კვირაში ერთხელ მაინც უყურებს პრორუსულ არხებს; გამოკითხულთა 55% კი დღეში ერთხელ მაინც აწყდება „ახალ ამბებს ან ინფორმაციას, რომელიც… არასწორად ასახავს რეალობას ან ტყუილია“; ამასთან ერთად, გამოკითხულთა 45% მიიჩნევს, რომ „ქართველმა პატრიოტმა სტალინის ქართული წარმომავლობით უნდა იამაყოს“.

რას გვეუბნება კვლევის ეს და სხვა მიგნებები – ამ თემაზე „ნეტგაზეთი“ პოლიტოლოგ გია ნოდიას ესაუბრა.


ვფიქრობ, უფრო მეორე ვარიანტთან გვაქვს საქმე. ადამიანები არ ენდობიან პირველ რიგში პოლიტიკურ მოთამაშეებს. ფიქრობენ, რომ ორივე მთავარი ძალა [„ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – რედ.] ან ძირითადი ძალები ცრუობენ, ან, ყოველ შემთხვევაში, მათთვის მიუღებელი პოლიტიკური ძალა იტყუება.

იგულისხმება ისიც, რომ მედიაც პოლარიზებულია და უნდობლობა პოლიტიკური ძალების მიმართ მედიაზეც ვრცელდება. ეს მონაცემი უფრო ზოგადი განწყობის გამომხატველია.

დიახ. პირველ რიგში იმიტომ, რომ მედია აღიქმება, როგორც პოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტი და არა დამოუკიდებელი მოთამაშე. როგორც ჩანს, ეს განწყობაც დამკვიდრებულია მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილში.

ჩემი აზრით, ადამიანებს a priori აქვთ წარმოდგენები, რომ გარკვეული ტიპის წყაროდან მიღებული ინფორმაცია, დიდი ალბათობით, სიცრუე შეიძლება იყოს და ამის გადამოწმებას საჭიროდაც არ მიიჩნევენ.

ასე ვთქვათ, არ მიიჩნევენ საჭიროდ ამაზე ძალისხმევის დახარჯვას – ინფორმაციის გადამოწმება ძალისხმევას მოითხოვს. შეიძლება ამ ხალხს ზერელობა დავაბრალოთ, მაგრამ, მე მგონი, ისიც არის, რომ გარკვეულ წყაროებს არ ენდობიან და ვარაუდობენ, რომ ტყუილი იქნება, მაგრამ არ თვლიან საჭიროდ გადამოწმებას.

დიახ.

ერთი მხრივ, აისახება. მეორე მხრივ, ის, რომ ამ არხების ყურებას არჩევენ, მიანიშნებს გარკვეულ წინასწარგანწყობაზეც.
ასევე, შეიძლება ადამიანი არ იყოს პრორუსულად განწყობილი, მაგრამ ცნობისმოყვარეობის გამო უყურუბდეს პრორუსულ არხებს, რათა იცოდეს რუსეთის პოზიციები.

თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ისინი, ვინც უყურებენ ღიად პრორუსულ არხებს, მათ აქვთ პრორუსული განწყობები. 20% ხომ ღიად ამბობს, რომ რუსეთთან სიახლოვე უფრო კარგია ჩვენთვის, ვიდრე ამერიკასთან და ევროპასთან. როგორც ჩანს, აქ გარკვეული კორელაცია არსებობს. ასეთი განწყობის მქონე ხალხი უყურებს ამ არხებს და ეს უფრო განამტკიცებს მათ არსებულ განწყობებს.

ეს რთული საკითხია. ბევრი ფაქტორია. მაგალითად, ადამიანები შეიძლება უკმაყოფილონი არიან თავიანთი მდგომარეობით და აბრალებენ მას პროდასავლურ რეფორმებს და დასავლური ღირებულებების გავრცელებას.

აქვთ ნოსტალგია საბჭოთა კავშირზე და მიიჩნევენ, რომ დასავლეთის გავლენა რაღაცნაირად ეწინააღმდეგება მათ მორალურ შეხედულებებს, ან ცუდ გავლენას ახდენს პირადად მათზე. რომ ადამიანები, ვინც პროდასავლურ ღირებულებებთან არიან ასოცირებულნი, უფრო წარმატებულნი არიან, რაც იწვევს რაღაც ეჭვიანობას და შურს და ასე შემდეგ.

მრავალი სხვადასხვა იდეოლოგიური, ეკონომიკური ფაქტორი შეიძლება იყოს.

ცხადია, მხოლოდ დაბალი ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებს არ აქვთ ეს განწყობა. თავად კვლევაში არ ჩანს კორელაცია, რომ ღარიბები უფრო არიან ასე განწყობილნი.

თუმცა საინტერესო იქნებოდა ასეთი კორელაცია. არის კორელაცია გეოგრაფიული და ეთნიკური, მაგრამ არა სოციალური ნიშნით. შეიძლება ჰიპოტეთურად ვთქვათ, რომ დაბალი ეკონომიკური სტატუსის მქონენი შედარებით ეჭვის თვალით უყურებენ დასავლურ ღირებულებებს.

პარალელების გავლენა საინტერესოა, მაგრამ ალბათ ცოტა რთულია. 60-იანი წლები იყო პარადოქსული მოვლენა, უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის ფონზე მოხდა ეს – საზოგადოებამ თითქოს ამოისუნთქა… ახალ თაობას გაუჩნდა პროტესტი არა ეკონომიკური, არამედ იდეოლოგიური მოსაზრებებით… თითქოს, [ახალი თაობა – რედ.] მშობლებს დაუპირისპირდა.

ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას და უსაფრთხოების მოპოვებას მოჰყვება ყურადღების სხვა თემებზე გადატანა, ე.წ. „მასლოუს პირამიდის“ შესაბამისად. პროტესტი ჩნდება სწორედ იმიტომ, რომ ეკონომიკური პრობლემები აღარ არის აქტუალური. ჩვენს შემთხვევაში განსხვავებული მიზეზებია პროტესტისთვის.

ცხადია, ვერ შევამოწმებთ, პროპაგანდის გარეშე რა მონაცემი იქნებოდა. გასაგებია, რომ პროპაგანდა არსებობს და მოქმედებს. უკვე ვახსენეთ მედია, რომელიც თანმიმდევრულად ამკვიდრებს ამ აზრს და ხალხი ამას უყურებს.

რა თქმა უნდა, ნიადაგი არსებობს. რომ არ არსებობდეს, პროპაგანდა ვერ იქნებოდა წარმატებული, რადგანაც არსებობს სხვა, უფრო პოპულარული მედია, რომელიც ასეთ აზრებს არ ამკვიდრებს.

ჩვენს საზოგადოებაში, როგორც უკვე ვთქვით, აღიქმება, რომ პროდასავლური ორიენტაცია არის დომინანტური დისკურსი; ყველა პოლიტიკური მოთამაშე, განცხადების დონეზე მაინც, არის პროდასავლური, დასავლეთი კი განასახიერებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალას, ის ვითარება კი, რომელშიც ვართ, არის პროდასავლური ორიენტაციის გამო.

შესაბამისად, მოსახლეობის ნაწილი, თუმცა არა ყველა, ყველაფერ ნეგატიურს ქვეყანაში აკავშირებს დასავლეთის გავლენასთან.

გარდა ამისა, რუსეთი ასოცირდება საბჭოთა კავშირთან. ამავე კვლევიდან ჩანს, რომ საბჭოთა ნოსტალგია ჯერ კიდევ ძლიერია. ყველა, ვინც მიიჩნევს, რომ სსრკ კარგი იყო, პრორუსულად არ არის განწყობილი, მაგრამ მათ ნაწილს ასეთი პოზიცია აქვს, რაც ლოგიკურია.

უფროს თაობებში ნოსტალგიური განწყობების უპირატესობის გათვალისწინებით ბუნებრივია, რომ უფროსი თაობა უმცროსს გადასცემს ამ განწყობებს. იგულისხმება არა მარტო მშობლები და ბებია-ბაბუები, არამედ მასწავლებლები სკოლაში და ავტორიტეტები საზოგადოებაში. გარკვეულწილად, ბუნებრივია ამ ნარატივების გავრცელება.

არა მგონია, სტატისტიკურად დიდი გავლენა ჰქონდეს ამას, მაგრამ ახალ თაობაში შედარებით გავრცელებულია მემარცხენე შეხედულებები. ნაწილობრივ მაინც, ისინი ეთანხმებიან, რომ სსრკ ტირანია იყო, მაგრამ ადამიანებზე ზრუნავდნენ, მეტი თანასწორობა იყო და ასე შემდეგ.

ასეთი კორელაცია არ არის კვლევაში, მაგრამ ჰიპოთეტურად შეიძლება იყოს… მგონია, ყოველ შემთხვევაში ლოგიკურია, რომ ნაკლებად წარმატებული ადამიანები, მათ შორის ახალგაზრდა თაობაში, ასევე იჯერებენ მითს, რომ საბჭოთა დროს „ყველა კარგად იყო“.

ალბათ, ის ადამიანები [ვინც მიიჩნევს, რომ „ქართველმა პატრიოტმა სტალინის ქართული წარმომავლობით უნდა იამაყოს“ – რედ.] იტყვიან, რომ ტირანი იყო ბევრი გამოჩენილი პოლიტიკური მოღვწე, მაგრამ მათ დიდ შედეგებს მიაღწიეს.
მათი ლოგიკა ასეთია: სტალინი „მაგარი“ იყო, „ძლიერი ფიგურა იყო“ და „დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიო პოლიტიკაზე“ – ანუ ის, რომ ის ტირანი იყო, ამას ხელს არ უშლის.

ადამიანებს არ აქვთ ტირანიის მყარი ღირებულებითი უარყოფა. შეიძლება თვლიდნენ, რომ დღეს ტირანია არ გვჭირდება, მაგრამ ისტორიულად „რა უჭირს“.

დიახ. ეს რეალობა და მითია. რამდენად რეალობა, რამდენად მითი, სხვა საკითხია.

თუმცა, ცხადია, რომ ეს მუშაობს – „მან ომი მოიგო, ძლიერი ქვეყანა დაუტოვა შთამომავლობას“. რა თქმა უნდა, აქ სიმართლის ელემენტიც არის, მაგრამ ეს ნარატივი არსებობს


მასალა მომზადებულია პროექტის – „საქართველოს ინფორმაციული სანდოობის პროგრამის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს Zink Network. პროექტი დაფინანსებულია USAID საქართველოს მიერ. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორის ან ორგანიზაციის შეხედულებებს.