სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა. ამის შესახებ ზურაბიშვილი ტვიტერზე აქვეყნებს ცნობას და წერს, რომ მას ჰქონდა “ძალიან საინტერესო საუბარი” ემანულ მაკრონთან ყველა იმ საკითხზე, რომლის წინაშეც ვართ.

Very interesting conversation with Emmanuel Macron @EmmanuelMacron on all the issues that confront us. pic.twitter.com/bI3M7ebYQ9

— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) February 28, 2022

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შაბათს განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ და მაკრონმა ზურაბიშვილი უახლოეს დღეებში პარიზში სამუშაო ვიზიტით მიიწვია.

ზურაბიშვილი კვირას გაემგზავრა პარიზში.