გასაკვირი არაა ეჭვი საქართველოს მთავრობის ევროატლანტიკურ მისწრაფების გულწრფელობაზე – კელი

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი ეხმაურება აშშ-ის საელჩოს 3 იანვრის განცხადებას და ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფვის.

„გზავნილი ნათელია: აღმასრულებელი ხელისუფლების ყველანაირი შემმოწმებლის მარგინალიზებითა და გაუქმებით, საქართველოს მთავრობა მიისწრაფვის ერთპარტიული მმართველობისკენ. გასაკვირი არ არის ის ეჭვი, რომელიც საქართველოს მეგობრებს გაუჩნდათ მისი მთავრობის ევროატლანტიკური მისწრაფებების გულწრფელობაზე“, – წერს იან კელი თვითერზე.

The message is clear: by marginalizing or abolishing all checks against its executive power, the Georgian gov’t aspires to one-party rule. It’s no wonder Georgia’s friends have begun to doubt the gov’t’s Euro-Atlantic bona fides. https://t.co/fJ4RkBR5k1

— Ian Kelly (@ikelly731) January 3, 2022

 


3 იანვარს აშშ-ის საელჩომ საქართველოში განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებების გამო.

„გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის მოვალეობა პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიება და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვაა; ზიანი მიაყენა ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებით და შეასუსტა ნდობა სასამართლოს მიმართ უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის დანიშვნით, რაც შერჩევის ხარვეზიანი პროცესით განხორციელდა.

საზოგადოებას არ მიეწოდა სარწმუნო არგუმენტები, თუ რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილებების ნაჩქარევად მიღება, სათანადო კონსულტაციების გარეშე“, – წერია განცხადების შესავალში.

სრულად ეს განცხადება წაიკითხეთ:

„ოცნებამ“ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას – აშშ-ს საელჩო სახ. ინსპექტორის გაუქმებაზე