როგორ აფასებენ მოქალაქეები ხელისუფლების ორწლიან საქმიანობას [Video]

2 წელი გავიდა 2014 წლის პირველი ოქტომბრიდან, როდესაც საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა.

 

ხელისუფლების ცვლილებიდან 2 წლის შემდეგ ნეტგაზეთმა აღმაშენებლის გამზირისა და რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე კითხა გამვლელებს, თუ როგორ აფასებდნენ ისინი ხელისუფლების უკანასკნელი 2 წლის საქმიანობას.

 

გამოკითხული მოქალაქეები აღნიშნავდნენ, რომ ხელისუფლების საქმიანობიდან მოწონთ საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა, საბავშვო ბაღებზე გადასახადების მოხსნა. არ მოსწონთ, რომ პენსია არ იზრდება, ასევე ერთ-ერთმა მათგანმა გამოხატა უკმაყოფილება რეცეპტების ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით.

 

გამოკითხული მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნო დაპირებებს არ ასრულებს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ დაპირებები ნელი ტეპით, მაგრამ მიანც სრულდება.