არჩილ იაკობაშვილი: პირდაპირი ინვესტიციებიდან სავალუტო ნაკადების ეფექტი მხოლოდ ნაწილობრივია

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ გამოხატავდეს ნეტგაზეთის პოზიციას

“ბომბები ცვივა, მაგრამ ეკონომიკა მაინც იზრდება, რადგან საბანკო ანგარიშებზე უცხოეთიდან კაპიტალი შემოდის,” – ეს ფრაზა ეკუთვნის მენაჰემ ბეგინს (1977-1983 წლებში ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს და კონსერვატიული ბლოკის “ლიკუდის” დამფუძნებელს).

15 აგვისტოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ინფორმაცია 2017 წლის პირდაპირი ინვესტიციების შესახებ. 

თითქოს ყველაფერი ტაქტშია: 2017 წელს დაფიქსირდა უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზომიერად ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მაგრამ აისახა პირდაპირი ინვესტიციების ზრდა სავალუტო ნაკადების ზრდაში? 

ჩემი აზრით, მხოლოდ ნაწილობრივ, მაგრამ სრულად ვერ აისახებოდა – დავაკვირდეთ სტატისტიკურ მონაცემებს, უფრო სწორად, კაპიტალის მოძრაობას ცალკეული კომპონენტების მიხედვით (იხილეთ თანდართული ცხრილი: FDI 2016-2017 ).

ახლა შევეცდები ავხსნა ჩემი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ პირდაპირი ინვესტიციების ზრდა არ შეიძლება ავტომატურად ნიშნავდეს სავალუტო ნაკადების ზრდას.


დასკვნა: როგორც ცალკეული კომპონენტების მიხედვით ირკვევა, იოლი მისახვედრია, რომ სავალუტო ნაკადები არის შედარებით ნაკლები და ინვესტიციების მოცულობას  სრულად ვერ შეესაბამება. 

ჩემი აზრით, სავალუტო ბაზრის ფუნდამენტური სტრუქტურული პრობლემაც ამაში მდგომარეობს.  

გამოსავალი: თუ პოლიტიკური რისკები არ შემცირდა (ე.ი. დემოკრატიის ხარისხი არ გაიზარდა), კაპიტალის ბაზარი ვერ განვითარდება შესაბამისი ინფრასტრუქტურით და ინვესტორისთვის ანონიმურობის სრული დაცვის გარანტიით, ხოლო ამის გარეშე წარმოუდგენელია, როგორ უნდა დაიძრას უცხოეთიდან პორტფელური ინვესტიციები, რომელსაც თან უნდა მოჰყვეს სავალუტო ნაკადი. 

p.s. არავითარ შემთხვევაში ეჭვის ქვეშ არ ვაყენებ სტატისტიკური მეთოდოლოგიის სისწორეს პირდაპირი ინვესტიციების აღრიცხვის შესახებ. 

ტექსტის მიზანია მხოლოდ იმის განმარტება, რომ უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა თეორიულადაც კი არ შეიძლება, რომ ერთი-ერთზე აისახოს სავალუტო ნაკადებში.