კომენტარი

თაქთაქიშვილის თქმით, ვერულაშვილი მამაკაცებზე გამბედავი აღმოჩნდა

7 თებერვალი, 2013 • • 1703
თაქთაქიშვილის თქმით, ვერულაშვილი მამაკაცებზე გამბედავი აღმოჩნდა

მისი თქმით, ვერულაშვილს  მალე შეეძლება, რომ თვითონ ძალიან ღიად მოყვეს “ამ სამარცხვინო გარიგების დეტალები”.

 

“მარიკას ბოლოს მაინც მოუწია არჩევანის გაკეთება ოჯახსა და თავის პოლიტიკურ გუნდს შორის იმიტომ, რომ თქვენ მას ძალიან კონკრეტულად აიძულებდით და ეუბნებოდით, რომ მის მეუღლეს აღარ დაიჭერდით იმ შემთხვევაში, თუკი მარიკა კონსტიტუციურ ცვლილებებს დაუჭრდა მხარს. ძალიან მალე მოვა დრო, როდესაც მარიკა ვერულაშვილს შეეძლება, თვითონ ძალიან ღიად მოყვეს ამ სამარცხვინო გარიგების დეტალები.”

 

თაქთაქიშვილის მტკიცებით, აღნიშნული ქმედებები “ქართულმა ოცნებამ” ძალების მოსინჯვის მიზნით ჩაიდინა:

 

“ეს იყო საბაბი იმისთვის, რომ მოგეგონებინათ მიზეზი და გამოგეცადათ თქვენი ძალები, შეძლებდით თუ არა დაშინებით, დაჭერით, შანტაჟით, სახლებში შევარდნით, ოჯახის წევრების გათავისუფლებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გადაბირების და კონსტიტუციური ცვლილების მოპოვების. თქვენ არ გექნებათ ეს კონსტიტუციური უმრავლესობა. ჩვენ არ მოგეცემთ შესაძლებლობას, შეცვალოთ ჩვენი ქვეყნის განვითარების საგარეო კურსი და თქვათ, შავზე თეთრიაო. ამას გპირდებით მეც და მთლი “ნაციონალური მოძრაობა”. 

 

თაქთაშვილმა ასევე მარიკა ვერულაშვილის გამბედაობაზე ისაუბრა:

 

“მარიკა ვერულაშვილი, ჩემი კოლეგა. თქვენ ის აიძულეთ დაეტოვებინა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქცია. მარიკა ვერულაშვილი, მინდა მოგახსენოთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ წევრ დეპუტატ მამაკაცებზე უფრო გამბედავი გამოჩნდა იმიტომ, რომ მან უფრო დიდხანს გაუძლო ამ ზეწოლას. ეს ამ მამაკაცების სირცხვილი არის და მე ძალიან ვწუხვარ ამის გამო.”

მასალების გადაბეჭდვის წესი