EMC: დემურ სტურუას გარდაცვალება ძალადობრივი საპოლიციო პრაქტიკისა და ნარკოპოლიტიკის გამოვლინებაა

არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია სტურუას გარდაცვალების შემთხვევას ქვეყანაში არსებული ძალადობრივი საპოლიციო პრაქტიკისა და ნარკოპოლიტიკის გამოვლინებად აფასებს.

EMC საქმეში ადამიანის უფლებების დარღვევას და სისტემური ხასიათის პრობლემებს ხედავს. მათი თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია საგამოძიებო მოქმედებების სწრაფად და ეფექტურად განხორციელება, რათა დადგინდეს საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, რის საფუძველზეც სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში დროულად მიეცემა ყველა ის პირი, ვისი უშუალო ბრალეულობა, თანამონაწილეობა ან გულგრილობა იკვეთება აღნიშნულ საქმეში.

“EMC დემურ სტურუას გარდაცვალების ფაქტის გასაჯაროების დღიდან ადგილზე სწავლობს საქმის დეტალებს. ამ დრომდე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციისა და საქმესთან დაკავშირებით გამოკვეთილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შესწავლილი იყოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, მათ შორის:

[checklist]

[/checklist]

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ გამიძიებამ შეისწავლოს და სათანადო რეაგირება მოახდინოს პოლიციის მხრიდან აღნიშნულ და მეზობელ სოფლებში მცხოვრებ პირებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები. არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოს, მიიღონ ზომები დემურ სტურუას ოჯახის წევრებისა და ყველა სხვა მნიშვნელოვანი მოწმის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად:

EMC-ის არსებითად მიაჩნია, რომ საქმესთან შესაძლო შემხებლობის მქონე ყველა პოლიციელს და ადგილობრივი პოლიციის უფროსს შეუჩერდეს უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე. აღნიშნულ საქმეში აგრეთვე პრინციპულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მიერ მკაფიო საჯარო პოზიციების დაფიქსირება პოლიციის სისტემაში არსებულ პრობლემებსა და შსს-ს თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებისა და შესაძლო ძალადობის ფაქტებზე.”- ვკითხულობთ EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების აზრით, მოცემული საქმის ეფექტური გამოძიების გაჭიანურება, ან მისი არსებითი ხასიათის ხარვეზებით წარმართვა, გაზრდის ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს, წაახალისებს პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეების იძულებისა და შანტაჟის შემთხვევებს და შეასუსტებს ნდობას სამართალდამცავი ორგანოების მიმართ.

“EMC-ის მიაჩნია, რომ დ. სტურუას საქმის დროული და ეფექტური გამოძიების გარდა, მნიშვნელოვანია, რომ მოცემული საქმე გახდეს ქვეყანაში არსებული ძალადობრივ ნარკოპოლიტიკისა და ხისტი პოლიციური რეჟიმის რადიკალური ტრანსფორმაციის საფუძველი. ამისთვის, მათ შორის, არსებითია:

[checklist]

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ზეწოლის გამო თავი ჩამოიხრჩო. წერილში, რომლიც თვითმკვლელობამდე დატოვა, წერია, რომ პოლიციელი გ. თ. მას სთხოვდა, მიეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: დაფნარში, კულაშსა და საჯავახოში. როგორც წერილში წერია, პოლიციელმა იგი წაიყვანა იანეთში, სცემა და დაექმურა, რომ ისეთ დანაშაულს დააბრალებდა, რომელიც მას ჩადენილი არ ჰქონდა. როგორც წერილში წერია, პოლიციელმა იგი 2016 წლის 7 აგვისტოს სცემა.

22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე გამოძიებას რამდენიმე დღეა აწარმოებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე (უფლებამოსილების გადამეტება)  115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლებით მიმდინარეობს. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე EMC დემურ სტურუას ოჯახის და დაზარალებულად ცნობილი დედის ინტერესებს იცავს.