ადვოკატები პატიმრებს ვერ პოულობენ

საია აცხადებს, რომ ორგანიზაციის ადვოკატები წინასწარი დაკავების იზოლატორებში ვერ პოულობენ მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს, რადგან  ისინი სხვადასხვა იზოლატორებში გადაჰყავთ და პატიმრების ახალი ადგილსამყოფელის შესახებ სამართალდამცავები ინფორმაციას არ აწვდიან.

„მაგალითად,  რუსთავის იზოლატორში 10 პატიმრიდან, მხოლოდ 2 მათგანი ვიპოვეთ“,–  ამბობს საიას თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი.  მისი თქმით, დაახლოებით ანალოგიური მდგომარეობაა სხვა იზოლატორებშიც.

საიამ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირებს სხვადასხვა იზოლატორში   ომბუდსმენის მიერ გამოქვეყნებული სიის მიხედვით ეძებდა.

ამჟამად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციია 26 მაისის აქციის დროს დაკავებულ 60 პირის უფლებას იცავს.