11 მარტს ფრედერიკ ბეგბედერი თბილისში მკითხველს შეხვდება

11 მარტს ჟურნალ “თორმეტის” მოწვევით თბილისში ცნობილი ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი ჩამოვა. მწერალი მკითხველთან შეხვედრებს გამართავს. ასევე, კინოთეარტ ამირანში მისი ფილმის “სიყვარული ცოცხლობს 3 წელი” ჩვენება გაიმართება

15:30 საათზე შეხვედრა მკითხველთან წიგნის მაღაზია Biblus Gallery-ში, ჭავჭავაძის N7-ში გაიმართება. დასწრება ყველა მსურველისათვის თავისუფალია. ამ დღისათვის გამომცემლობამ „99 ფრანკის“ სპეციალური გამოცემა დაბეჭდა. მწერალი ასევე დაარიგებს ავტოგრაფებს.

17:00 საათზე კინოთეატრ ამირანში შედგება ფრედერიკ ბეგბედერის ფილმის “სიყვარული ცოცხლობს 3 წელი” ჩვენება. ფილმი მისი რომანის ეკრანიზაციაა. ჩვენებაზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა კინოთეატრ ამირანის სალაროებში შეეძლებათ.

18:00 საათზე ფედერიკ ბეგბედერი მწერალთა სახლში მწერლებთან დახურულ შეხვედრას გამართავს.

ფრედერიკ ბეგბედერი ფრანგი მწერალი, ლიტერატურის კრიტიკოსი და ტელეწამყვანია.