„ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ჟურნალ ,,EGO’-ს’ ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „წლის საუკეთესო ბიზნესმენად” დასახელდა. ყოველწლიური დაჯილდოება EGO AWARDS 2015 29 თებერვალს. მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა. სოსო ფხაკაძემ „წლის საუკეთესო ბიზნესმენის” ჯილდო „ეგოს“ დაჯილდოებაზე უკვე მეორედ მიიღო.
საზეიმო ცერემონიალზე გამარჯვებული პერსონები, კომპანიები და წარმატებული პროექტები სხვადასხვა კატეგორიაში დაჯილდოვდნენ. ნომინაციებში გამარჯვებულები ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდნენ. ნომინანტები 12 კატეგორიაში გამოვლინდნენ.