GWP: თბილისისა და მცხეთის ნაწილს 2 მარტს ღამით წყალმომარაგება შეუწყდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აცხადებს, რომ საგურამოში გამავალ 1400 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე ღამის საათებში გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

შედეგად, დღეს, 22:00 საათიდან, ხვალ, 3 მარტის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

კომპანიის ცნობით, ჩამოთვლილ რაიონებში წყალმომარაგების აღდგენა ხვალ, დილის 10 სათიდან ეტაპობრივად მოხდება.

GWP აცხადებს, რომ მაგისტრალის ავარიულად დაზიანებული მონაკვეთი  სასწრაფოდ აღდგენას მოითხოვს. ამჟამად კომპანია მოსამზადებელ სამუშაოებს  ატარებს, ხოლო უშუალოდ მაგისტრალის აღდგენას დღეს, საღამოს 10 საათიდან დაიწყებს.