შსს: დიდუბეში კაცს მატარებელი შეეჯახა

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ცნობით, დიდუბეში მამაკაცს მატარებელი შეეჯახა. შეჯახების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.

საქართველოს რკინიგზაში ნეტგაზეთს დაუდასტურეს, რომ მატარებელი მათ ეკუთვნოდათ. რკინიგზის პრესსამსახურში საკითხზე დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275–ე მუხლით მიმსინარეობს, რაც გულისხმობს  რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.