ახალი ამბები

უსუფაშვილი: დარწმუნებული ვარ, ხიდაშელი და აგულაშვილი სინდისთან და კანონთან მართლები არიან

29 თებერვალი, 2016 • 1559
უსუფაშვილი: დარწმუნებული ვარ, ხიდაშელი და აგულაშვილი სინდისთან და კანონთან მართლები არიან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საგარეჯოს მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებულ გამოძებაზე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ როგორც გარემოს დაცვის, ასევე თავდაცვის მინისტრმა პასუხი ყველა კითხვაზე უნდა გასცენ.

საქმე ეხება საგარეჯოში 2015 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს, სადაც ქართული ოცნების კანდიდატმა, რესპუბლიკელმა თამარ ხიდაშელმა ირმა ინაშვილს მცირე უპირატესობით მოუგო.

აქ საკითხი ასე არ დგას, რომ თავდაცვის მინისტრს და გარემოს დაცვის მინისტრს თუ აქვთ რამე კითხვაზე პასუხი გასაცემი. თუ მათ ვინმე რაიმე კითხვას დაუსვამს, დარწმუნებულ ვარ, რომ ისინი პასუხს გასცემენ. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი არიან მართალი სინდისთან, კანონთან და საკუთარ ამომრჩეველთან და ამასობაში, კიდევ ვიმეორებ, კითხვები არ არის ცალმხრივი. კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს ყველამ და მოგვიწევს ყველას ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა,“– განაცხადა უსუფაშვილმა.

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება– მრეწველების” თავმჯდომარემ, გოგი თოფაძემ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საგარეჯოში მაჟორიტარული არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. მოგვიანებით “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” განაცხადა, რომ თოფაძის ამ განცხადებაზე გამოძიება უნდა დაიწყოს და სიმართლე დადგინდეს.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგარეჯოს მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, სადაც იგულისხმება “მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი