მარტვილის კანიონის 280–მეტრიანი მონაკვეთი იჯარით გაიცემა

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, მარტვილის კანიონის 280–მეტრიანი მონაკვეთი 5 წლის ვადით იჯარით გაიცემა.

სამინისტროს ცნობით, ამ ინიციატვის შესახებ  მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მარტვილის რაიონის მოსახლეობას თავად გააცნო.

კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტო 5 წლის ვადით იჯარით გასაცემად მარტვილის კანიონის კეთილმოწყობილ და საექსპულატაციოდ გამზადებულ 280-მეტრიან სანაოსნო მონაკვეთს გაიტანს. აუქციონის საწყისი ფასი ყოველწლიური ბრუნვის 5 % იქნება

“მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლზე ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას. რეგიონში მოთხოვნა გაიზრდება საოჯახო სასტუმროებზე, კვების ობიექტებზე და სანაოსნო ტრანსპორტის მომსახურებაზე,”– ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.