აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მამაკაცის ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზეთის ადმნისტრაციულ საზღვართან მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილი აფხაზეთის მცხოვრებია.

ამ ეტაპზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს-ს დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს.

 

ბიოლი