ცრუ ინფორმაცია სომხეთის პრეზიდენტის დაღუპვის შესახებ

ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის გარდაცვალების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

სომხეთის პრეზიდნეტის დაღუპვის შესახებ ინფორმაციის წყარო გაურკვეველი წარმომავლობის ვებ–გვერდია.

www.lenta.ru -ს მსგავსი სახელწოდების www.lienta.ru ავრცელებს ინფორმაციას, რომ სომხეთის პრეზიდენტი დღეს საკუთარ აბაზანაში გარდაიცვალა. აღნიშნული ვებ–გვერდი გარდაცვალების მიზეზზეც საუბრობს.

აღნიშნული საიტი, მისი მომხმარებელთა თქმით, ქართული www.ni2.ge– ის მსგავსი ვებ–გვერდია.

სომხეთის პრეზიდენტის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ ქართულმა საინფორმაციო სააგენტომაც გაავრცელა.