აშშ მონური შრომით წარმოებული პროდუქციის იმპორტს კრძალავს

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ახალ კანონს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც, ამერიკის ტერიტორიაზე იძულებითი შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის იმპორტი იკრძალება.

კანონი ჩაასწორებს 85 წლის წინ მიღებულ კანონს, რომელიც სატრანზიტო გზებზე შეზღუდვებს არ აწესებდა. თუ ბაზარზე არსებობდა მოთხოვნა, პროდუქციის წარომავლობას ყურადღება არ ექცეოდა.

საზღვარზე კონტროლი გამკაცრდება და კანონი საბოლოოდ 15 დღის ვადაში ამოქმედდება.