წარმოგიდგენთ 26 თებერვალს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:
10:30 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს და მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან და კოალიციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებებს გააკეთებს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565
11:00 საქართველოს ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ფედერაციის პრეზიდენტი ზაალ რუხაძე და პრესსამსახურის წარმომადგენელი გიორგი ფულარიანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: „საქართველოს ოფ-სეზონის ჩემპიონატი“ ბოდიბილდინგსა და ფიტნესში. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:30“პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ალექსანდრე კობაიძე ბრიფინგს გამართავს. თემები: მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გათავისუფლება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პროკურატურაში წარდგენილი დასკვნა მოსამართლეების საკვალიფიკაციო გამოცდების შესახებ, რომლის მიხედვითაც გამოძიება დაიწყო. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11.45 საათზე, სასტუმრო „თბილისიმერიოტში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და EFTA-ს დელეგაციის ხელმძღვანელი,ჟან ფარბერგი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მამუკა ახვლედიანის თავმჯდომარეობიდან გადაყენების რეალური მიზეზი, ცილისწამების მუხლის ამოქმედების აუცილებლობა და საერთაშირისო პრაქტიკა.
13:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: ,,პანორამა თბილისი“. მის: თავისუფლების #2
13:00 საათზე, პარტიის ოფისში, “მემარცხენე ალიანსის” პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე ბრიფინგს გამართავს თემაზე: “,,მემარცხენე ალიანსის’ პასუხი ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილს”. საკონტაქტო პირი: პარტიის პრესსამსახურის უფროსი ნინო ქეშელაშვილი. მობ.: 598 700 642
15:30 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება. მის: თავისუფლების #2
16:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება. მის: თავისუფლების #2
17:00 საათზე, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გამართავს მორიგ საჯარო დებატებს თემაზე „ სეკულარიზმის გამოწვევები საქართველოში“ (მისამართი : ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, 107-ე აუდიტორია).
18:00 მწვანე მუშტი, თვითორგანიზების ქსელი, ახალგაზრდა მწვანეები, თბილისის სოლიდარობის ქსელი, თეთრი ხმაურის მოძრაობა ტყიბულელ მაღაროელებს სოლიდარობას უცხადებენ და დელისის მეტროდან და გაზაფხულის ქუჩა #14-ის მიმართულებით, “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” (ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის “საქნახშირი”) ცენტრალური ოფისისკენ მსვლელობას მოასწობენ.