თურქეთთან ხელშეკრულების საწინააღმდეგო აქცია ბათუმში

დღეს ბათუმში გამაფრთხილებელი მიტინგი გაიმართა. სადავო ხელშეკრულება, რომელიც დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული ძეგლების რესტავრაციის სანაცვლოდ ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აღდგენას ითვალისწინებს, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან შეკრებილმა ხუთასამდე ადამიანმა გააპროტესტა. მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებას გაცილებით ფართომასშტაბიანი მიტინგების გამართვას პირდებიან.