ტავ ჯორჯია: სამი ირანული ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე შემოვა

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია, “ტავ ჯორჯია” აცხადებს, რომ აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს სამ უმსხვილეს ირანულ ავიაკომპანიასთან -„Mahan Air”, „ATA Airlines” და „Qeshm Airlines”-თან.

მათივე განცხადებით, მარტიდან სამივე ავიაკომპანია შეასრულებს ფრენებს თბილისის აეროპორტიდან თეირანის მიმართულებით:

“ავიაკომპანია „ATA Airlines” ქართულ ავიაბაზარზე დაბრუნებას თებერვლის ბოლოდან გეგმავს, ხოლო „Mahan Air” და „Qeshm Airlines” თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თეირანის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს სავარაუდოდ მარტის თვიდან შეასრულებენ,”– აცხადებს “ტავ ჯორჯია”.