ქონების ჩამორთმევა ვერა ქობალიას ბრძანებით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვერა ქობალიას ბრძანებით, ბათუმის მერიას ქალაქში საავტომობილო გზების გაგრძელება-გაფართოებისას მოსახლეობისთვის საკუთრების ჩამორთმევის უფლება მიეცა.

მინისტრმა ბრძანება 28 თებერვალს გამოსცა. დოკუმენტის მიხედვით, ბათუმის მერიას „საზოგადოებრივი საჭიროებისათვის“ შეუძლია ბათუმელებს ჩამოართვას– მიწის ნაკვეთები, მრავალწლიანი ნარგავები, სახლები და სხვა უძრავი ქონება.

პროცესზე კონტროლი ვერა ქობალიას მოადგილეს დაევალა.

ვერა ქობალიას 28 თებერვლის ბრძანება