ციხისძირში ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები პატიმრობაში რჩებიან

ციხისძირში ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები კვლავ პატიმრობაში რჩებიან, ხოლო სასამართლო პროცესი ჯერ არაა დანიშნული

პარტიზანული მებაღეობის სამი წევრი და ნაციოანალური მოძრაობის 2 წევრი, რომლებიც ციხისძირში ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქციას მართავდნენ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მიხედვით არიან დაკავებული.

პარტიზანული მებაღეობის წევრმა ნატა ფერაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ისინი მთელი ღამის განმავლობაში ელოდებოდნენ პოლიციის შნეობაში დაკავებულების გათავისუფლებას. ამავე დროს, პარტიზანული მებაღეობსი წევრების საერთო თანხა, ერთ-ერთი დაკავებულის ჩანთაში აქვს, რომელიც პოლიციამ ჩამოართვა მას.

“მარიამს ედო ჩვენი მთელი საერთო ფული ჩანთაში და ჩამორთმეული აქვს, რადგან დაკავებულია. რომ გამოვა დაუბრუნებენ”, – განაცხადა ფერაძემ.

 

ნატა ფერაძე ამბობს, რო, ბათუმში ვეღარ დარჩებიან და თბილისიდან გააგრძელებენ წინააღმდეგობს ციხისშიზრში ხეების გადარგვის საწინააღმდეგოდ.

“მთელი ბათუმის ბოტანიკური ბაღი მოვიდა და სახე გავინათდა, თუმცა ყველა ორი ხელით მიესალმება ამ ხეების გადარგვას.ალბათ ხვდებით მიზეს რატომაც”, – ამბობს ნატა ფერაძე.

ციხისძირში ხეების გარადგვის პროცესი გუშინ, 10 თებერვალს დილიდან შეჩერდა, რადგან ხეების გადარგვის საწინააღმდეგოდ აქციები იმართებოდა.