საინფორმაციო მომსახურებისთვის მთავრობამ სამინისტროს 50 ათასი ლარი გამოუყო

საქართველოს მთავრობამ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 50 ათასი ლარის ოდენობით თანხა მედიამონიტორინგისა და საინფორმაციო სააგენტოების მომსახურების გამარტივებული წესით შესაძენად გამოუყო.

საქართველოს მთავრობის 1 თებერვლის დადგენილებით, აღნიშნული თანხა 2016 წლის ბიუჯეტის პროგრამიდან „პენიტენციური სისტემის პოლიტიკის შემუშავება, მართვა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფითი პირობების გაუმჯობესება“ გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში უნდა უნდა გამოიყენოს.

სამინისტროს უფლება აქვს, მედიამონიტორინგისა და საინფორმაციო სააგენტოების მომსახურება გამარტვიებული შესყიდვის საშუალებით შეიძინოს.