ქველმოქმედების მიზნით თბილისში დადგმული “მადლიანი მაგიდა” დააზიანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ქველმოქმედების მიზნით დადგმული მაგიდის დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა გამოძიება დაწყებული [ნივთის დაზიანება ან განადგურება].

“მადლიანი მაგიდა”, რომელიც მოქალაქეებმა თბილისში დაახლოებით 10 დღის წინ დადგეს, უფასო საკვების დარიგების წერტილია. აღნიშნული ინიციატივით, ორგანიზატორების ცნობით, 10 დღეში ხუთი ათას კაცამდე დააპურეს.

 

Posted by David Wiseman on Sunday, 7 February 2016