უსუფაშვილი რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს ხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დღეს რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, ვალერიუ შტეფან ზგონეას ხვდება. შეხვედრას საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის, ასევე “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლები ესწრებიან.

დღესვე საქართველოს პარლამენტსა და რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერება ხელი, რის შემდეგაც მხარეები პრესისთვის განცხადებას გააკეთებენ.