კვორუმის პრობლემის გამო პარლამენტის სხდომა ჩაიშალა

პარლამენტში ზედიზედ სამჯერ კვორუმი არ შედგა, რის გამოც პლენარული სხდომა ჩაიშალა.

“დღეს ამით დავასრულებთ ჩვენ. კვორუმი არ არის. რეგლამენტის თანახმად, შემდეგი სხდომა ჩატარდება ოთხშაბათს. ფაქტობრივი კვორუმი არის, მაგრამ რეგისტრაციის არგავლის გამო ფორმალური კვორუმი არ შედგა, თუმცა დარბაზში ნამდვილად არის 76-ზე მეტი დეპუტატი,”- განაცხადა მანანა კობახიძემ.

მესამე ჯერზე რეგისტრაცია 71-მა დეპუტატმა გაიარა, სხდომის გასახსნელად კი 76 დეპუტატი არის საჭირო.