კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ბაქოში გაემგზავრა

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ბაქოში გაემგზავრა.

ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შედგება შეხვედრა კომპანია “სოკარის” პრეზიდენტთან, როვნაგ აბდულაევთან.

“შეხვედრაზე განხილული იქნება, მიმდინარე საკითხები და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.