პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებას ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ უნდა გამხორციელდეს იუსტიციის საბჭოს რეფორმა და გაძლიერდეს ადვოკატთა უფლებები.

პრეზიდენტის განცხადებით, სასამართლო სისტემაში განსაკუთრებული დატვირთვა  მოსამართლეს აკისრია და შერჩევის პრინციპები და პროცედურები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ.

„მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში, მთელ ჩემ შესაძლებლობებს ვიყენებ სასამართლოს გასაძლიერებლად. ჩემ მიერ ამ სფეროში განხორციელებული საკადრო პოლიტიკა შერჩეულ მოსამართლეთა პროფესიულ რეპუტაციასა და შეუბღალავ ავტორიტეტზეა დაფუძნებული.

ასეთი მიდგომა კვლავაც გაგრძელდება, როგორც უზენაეს, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოში. შესაბამისად, უმაღლეს სასამართლო რგოლებში საქართველოს მოქალაქეებს მართლმსაჯულების მართლაც უმაღლესი სტანდარტის იმედი უნდა ჰქონდეთ,”-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა სამწუხარო უწოდება იმ ფაქტს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების დაკომპლექტების პროცესს უკავშირდება,  საზოგადოების მხრიდან სამართლიანად ისმის საფუძვლიანი კითხვები.

პრეზიდენტმა ისაუბრა რამდენიმე ინიციატივაზე, რომელიც, მისივე თქმით, სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისა და გაძლიერებისათვის უნდა გაგრძელდეს:

 

პრეზიდენტნის განცხადებით, მართლმსაჯულების სისტემაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ადვოკატთა კორპუსს და მიაჩნია, რომ საკანონმდებლო დონეზე გასაძლიერებელია ადვოკათა უფლებები.