ლტოლვილთა სამინისტროს საიტს აფხაზური გვერდი დაემატა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საიტს აფხაზური გვერდი დაემატა. საიტზე ინფორმაცია ამჯერად 3 ენაზე – ქართულად, ინგლისურად და აფხაზურად ვრცელდება.

სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ამ ინიციატივის მიზანია, აფხაზურენოვანი მოსახლეობა უკეთ გაეცნოს დევნილთა მდგომარეობას, მათ საჭიროებებს და იმ პროექტებს, რაც დევნილი მოსახლეობისთვის ხორციელდება.“