დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, იმ სკოლებში, სადაც ავადობის გამო გაცდენების რაოდენობა 20%-ს აღემატება, განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება პრევენციის მიზნით 3 დღით სასწავლო პროცესის შეჩერებაზე.
სამინისტროს ცნობით, ეს სკოლებია: თბილისის 21-ე, 81-ე, 152-ე, შოთა რუსთაველის სახელობის 112-ე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის 153-ე საჯარო სკოლები. გაცდენილი საათები კი შაბათი დღეების ხარჯზე ანაზრაურდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, 2 და 3 თებერვალს განხორიცელებული მონიტორინგის თანახმად, ავადობის გამო სკოლის გაცდენების რაოდენობა მკვეთრი კლებისკენ მიდის.
თუმცა გამოკვეთილია რამდენიმე სკოლა, სადაც გუშინ და დღეს 20%-ზე მეტი გაცდენების რაოდენობა დაფიქსირდა, აცხადებს სამინისტრო.
მშობლებთან ინფორმაციის გადამოწმებით დადგინდა, რომ მოსწავლეთა ნაწილი სკოლაში ავადობის გამო არ დადის, მოსწავლეთა ნაწილის გაცდენები კი პოსტგრიპოზულ პერიოდს უკავშირდება: პრევენციის მიზნით, იმ მოსწავლეების სკოლაში გაშვებას, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ, მშობლები ერიდებიან, წერია სამინისტროს მიერ დღეს, 3 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში
სამინისტრო აცხადებს, რომ სკოლებში მოსწავლეთა დასწრების მონიტორინგი კვლავ პერმანენტულად განხორციელდება.