ნინო ბურჯანაძე: „სააკაშვილი ცდილობს შეგვაგუოს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო აღარასოდეს იქნება საქართველოს ნაწილი“

ნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე

”ჩემთვის აღმაშფოთებელი იყო მისი სიტყვები -”ტერიტორია, რომელიც რუსეთმა დაიკავა, არის ”ქვების გროვა”, რომელსაც ნულოვანი ღირებულება აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას შეტევისთვის (რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ) არ გამოიყენებენ” – ასე გამოეხმაურა ”დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ბრიტანულ „INDEPENDENT“–ში გამოქვეყნებულ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს.

„ვითხოვ, სააკაშვილმა განუმარტოს საქართველოს მოსახლეობას – ქართველ, აფხაზ და ოს ხალხს, რა არის მისთვის ფასეული, თუკი მისთვის სამშობლო ”ქვების გროვაა”?! ესაა პრეზიდენტი, რომელიც ცდილობს შეგვაგუოს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო აღარასოდეს იქნება საქართველოს ნაწილი”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

”დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” ლიდერის თქმით, საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს სააკაშვილსა და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს ღირსეულ მომავალს შორის, ”რადგან მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმისგან განთავისუფლებულ საქართველოს აქვს ერთიანობისა და განვითარების რეალური შანსი”.