მუბარაქის ადგილსამყოფელი უცნობია

 

ეგვიპტის პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის ადგილსამყოფელი ამ წუთისათვის უცნობია, იტყობინება ტელეკომპანია „ალ არაბია“. ადგილობრივ ჟურნალისტებზე დაყრდნობით არაბული ტელეარხი ავრცელებს ინფორმაციას, რომ პრეზიდენტი მუბარაქი ოჯახთან ერთად გაურკვეველი მიმართულებით გაფრინდა.

 

ზოგიერთი ეგვიპტური გამოცემა კი წერს, რომ მუბარაქი სამხედრო თვითმფრინავით შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელთან ერთად კურორტ შარმ ელ შეიხში გადაფრინდა.

ასევე, გაჩნდა ვერსია, რომ ეგვიპტის პრეზიდენტი არაბეთის გაერთაინებულ საემიროებში გაემგზავრა.