ახალი ამბები

რაგბის კავშირის პრეზიდენტად გოჩა სვანიძე აირჩიეს

24 იანვარი, 2016 • 2604
რაგბის კავშირის პრეზიდენტად გოჩა სვანიძე აირჩიეს

დღეს, 24 იანვარს, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში სრკ-ს საერთო კრება გაიმართა, სადაც საქართველოს რაგბის კავშირის ახალ პრეზიდენტად გოჩა სვანიძე აირჩიეს.

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე სულ ორი კანდიდატი იყო წარდგენილი. გოჩა სვანიძეს 35-მა დელეგატმა მისცა ხმა, ხოლო მის კონკურენტ ილია ზედგინიძეს – 32-მა. კენჭისყრაში რაგბის კავშირის ნამდვილი წევრები მონაწილეობდნენ.

სვანიძე რაგბის კავშირის საპრეზიდენტო კანდიდატად შემდეგმა კლუბებმა წარადგინეს: ლელო სარასენს, აია, არმია, აკადემია, ყოჩები, ლოკომოტივი, ჯიქი, ჯიხა, ქუთაისის სარაგბო სკოლა, ჭიათურა, ჯრუჭი, დინამო, კოლხი რაინდები, იუნკერები, ქუთაისის უნივერსიტეტი და დევები.

გოჩა სვანიძე ქართული სარაგბო ოჯახის წევრია. ყოფილი რაგბისტი 1981-1994 წლებში შემდეგ კლუბებში თამაშობდა: სამედიცინო ინსტიტუტში, შევარდენში, ელმავალში, მიმინოში, ამირანსა და თბილისში. სვანიძე 2004 წლიდან დღემდე საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი