The Guardians-ის ინფორმაციით, ინგლისელი მომღერლის, დევიდ ბოუის საპატივცემულოდ მეცნიერებმა ელვის ფორმის თანავარსკვლავედი დაარეგისტრირეს.
დევიდ ბოუის პერსონალური პლეადა 7 ვარსკვლავისგან შედგება, რომლებიც ელვის ფორმას ქმნიან.
გარდიანის ცნობით, ასტრონომებმა მარსის მახლობლად მდებარე ახალი თანავარსკვლავედის რეგისტრაცია დეივიდ ბოუის გარდაცვალების შემდეგ დააანონსეს.
MIRA ობსერვატორიის მეცნიერის, ფილიპ მოლეს თქმით, არ იყო მარტივი შესაბამისი ვარსკვლავების განსაზღვრა.
“ბრიუსელის სტუდიამ გვთხოვა, რომ ბოუისთვის გალაქტიკაში უნიკალური ადგილი შეგვექმნა. მის ალბომებზე დაყრდნობით 7 ვარსკვლავი შევარჩიეთ მარსის მიდამოში:
Sigma Librae, Spica, Alpha Virginis, Zeta Centauri, SAA 204 132 და the Beta Sigma Octantis Trianguli Australis”, – ამბობს ფილიპ მოლე.
პირველად ეს ელვის ნიშანი 1973 წელს ალბომ Aladdin Sane-ის გარეკანზე გამოჩნდა, სადაც ბოუის სახის ცალ მხარეს ცისფერი და წითელი ფერებით დახატული აქვს ელვა.
თანავარსკვლავედის შექმნის იდეა Stardust for Bowie პროექტის ფარგლებში ხორციელდება, სადაც ფანებს შეუძლიათ გამოიყენონ Google Sky და ვირტუალურ თანავარსკვლავედს დაამატონ ბოუის მათი საყვარელი სიმღერები.
ინგლისელი მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი და ინსტრუმენტალისტი, დევიდ ბოუი 10 იანვარს 69 წლის ასაკში, სიმსივნესთან 18-თვიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.
ასტრონომებმა დევიდ ბოუის პერსონალური თანავარსკვლავედი მიუძღვნეს

ასევე:
-
დევიდ ბოუი “მოზაიკაში” – თბილისში მუსიკოსის გულშემატკივრები შეიკრიბებიან -
დევიდ ბოუის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ლონდონში მისი ფანები შეიკრიბნენ [ფოტო/ვიდეო] -
დევიდ ბოუი – მუსიკოსის ცხოვრება ფოტოებზე -
გამოჩენილი ინგლისელი მომღერალი დევიდ ბოუი გარდაიცვალა
-
08.10.2026 „შარვალი ჩაიწია და ორალური სექსი მომთხოვა“ — სერგეი ყანჩელი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს -
08.10.2026 შოთა მუსაევი ისრაელის პრეზიდენტმა სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა -
08.10.2026 ლიდა მონიავას ელექტრონული სამაჯური მოხსნეს და ყველა შეზღუდვა გაუუქმეს -
08.10.2026 ცრუობს პენიტენციური სამსახური – ადვოკატი ჯუბა ქათამაძე -
08.10.2026 „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან – კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს -
08.10.2026 „ლელო“ საწვავზე აქციზის დროებით გაუქმებას ან განახევრებას ითხოვს