მაუწყებლობის მფლობელობის და ფინანსების გამჭვირვალობა

 მაუწყებლობის მფლობელობის და ფინანსების გამჭვირვალობის საკითხებს მიეძღვნება დღევანდელი შეხვედრა სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში.

მედიის სამართლის ექსპერტი ბარბარა სვონი ისაუბრებს მაუწყებლობის რეგულირებაზე მფლობელებისა და ფინანსური გამჭვირვალობის თვალსაზრისით.

საქართველოს კანონში მაუწყებლობის შესახებ ცვლილებების შესახებ პრეზენტაციებს წარმოადგენენ ლევან ვეფხვაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე,  პავლე კუბლაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე , გიორგი მშვენიერაძე – სახალხო დამცველის აპარატი, ლაშა ტუღუში- გაზეთის „რეზონანსი“ მთავარი რედაქტორი , ქ-ნი თამარ ჩუგოშვილი – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე.

პრეზენტაციების შემდეგ გაიმართება  დისკუსია.

შეხვედრის ორგანიზატორია პროგრამა  G-MEDIA, რომელიც ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის მხარდაჭერით.