თბილისში ერთი პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ერთი პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს, დიდუბე- ჩუღურეთის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული იოსებ.ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 იანვარს თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე თავისივე საცხოვრებელი კურპუსის სადარბაზოში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნაცნობს,1986 წელს დაბადებულ ზაზა.ქ. – ს სანადირო თოფიდან გასროლით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა იოსებ. ვ მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.