შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით 59 წლის მერაბ გ. სიძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. “ბრალდებულმა ტყიბულის რაიონის სოფელ საწირეში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა სიძეს – 43 წლის პაატა კ-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს,”– აღნიშნულია უწყების განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.