დევნილები თავშესაფრის მოთხოვნით ამერიკის საელჩოსაც მიმართავენ

დევნილები თავშესაფრის მოტხოვნით ამერიკის საერლჩოსაც მიმართავენ, – ეს გადაწყვეტილება დევნილებმა დღეს გამართულ აქციაზე მიიღეს.

ასევე გადაწყდა, რომ მომავალი საპროტესტო აქცია პარლამენტთან ოთხშაბათს გაიმართება.

დღეს პარლამენტის წინ დაახლოებით 100-მდე ადამიანი შეიკრიბა. აქციაზე ,,დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის’’ წევრები და ,,კონსერვატიული პარტიის’’ წარმომადგენლები იყვნენ.