თბილისი მერი სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა

თბილისის მერმა გიგი უგულავამ მუხლზე მენისკის ოპერაცია რამდენიმე დღის წინ გაიკეთა.

ამის შესახებ ნეტგაზეთს მერიის პრესსამსახურში განუცხადეს. უგულავა უკვე დაუბრუნდა სამუშაო რეჟიმს. ის ორშაბათიდან სამსახურში ყავარჯნებით გამოვიდა. პრესსამსახურში არ აქვთ ინფორმაცია, მერმა ოპერაცია რომელ კლინიკაში და ზუსტად როდის გაიკეთა.