ოპოზიციუტი პარტიები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას წერილით პასუხობენ. პარტიები პრემიერთან შესახვედრად მზადყოფნას გამოთქვამენ:
“ჩვენ, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის ქვემორე ხელისმომწერი პოლიტიკური გაერთიანებები მივესალმებით თქვენს დიდ სურვილს ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფის შესახებ, ასევე თქვენს მზადყოფნას უახლოეს მომავალში დაიწყოთ შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლებთან, მ.შ. ბიზნეს და არასამთავრობო სექტორთან.
ზემოთქმულიდან და საკითხის გადაუდებლობიდან გამომდინარე, გამოვთქვამთ მზადყოფნას თქვენთან შესახვედრად საარჩევნო რეფორმის განვითარების შემდგომი პროცესის განსახილველად,” – ნათქვამია წერილში.
წერილს ხელს აწერს მოქალაქეთა 13 პოლიტიკური გაერთიანება:
გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა, რომ ის უახლოეს მომავალში შეხვდება საზოგადოების სხვადასხვა სექტორს, მათ შორის ბიზნესისა და არასამთავრობო წრეების წარმომადგენლებს.