ლაგოდეხის მთებში 3 დაკარგულს ეძებენ

ლაგოდეხის მთებში 3 ადამიანი დაიკარგა. მუნიციპალიტეტის გამგებელის, კახა ჯამბურიას ინფორმაციით, ისინი უკვე მეშვიდე დღეა, რაც მთებში არიან წასული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ინფორმაცია დაკარგულების შესახებ მათთან 2 იანვარს, დილით შევიდა, რის შემდეგაც სამაშველო სამუშაოები დაიწყო.

მათივე ცნობით, ახალსოფლიდან სანადიროდ დაღესტნის საზღვრის ტერიტორიაზე 4 ადამიანი წავიდა. ერთი მათგანი 31 დეკემბერს უკან დაბრუნდა, 3–ს კი ამ დრომდე ეძებენ.

უწყების ინფორმაციით, დაკარგულებს ეძებენ ადგილობრივი სამაშველო ჯგუფები, მაშველები დაემატათ თბილისის ბაზიდანაც. მათივე ცნობით, დღეს სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო.