თბილისში გასამართი საახალწლო კონცერტის პროგრამა

31 დეკემბრის ღამეს თავისუფლების მოედანზე საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება. კონცერტი 22:30 საათზე დაიწყება. თბილისის მერიის ცნობით, „საახალწლო პრომენადები“ ქართულ-ევროპული, კლასიკური და თანამედროვე მუსიკის ერთობას წარმოადგენს. სამი ნაწილისაგან შემდგარი კონცერტი სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ საახალწლო კომპოზიციებს, საოპერო და საესტრადო შემსრულებლების დუეტებს და საშობაო ალილოს აერთიანებს. მოცეკვავეები ასევე შეასრულებენ ვალსს.

საახალწლო კონცერტში მონაწილეობას 200-ზე მეტი მუსიკოსი მიიღებს, მათ შორის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, საოპერო და ესტრადის მომღერლები და მოცეკვავეები. მერიის ინფორმაციით, საახალწლო გალა კონცერტის სრული ბიუჯეტი 257,645 ლარია.

კონცერტის პირველი ნაწილი საოპერო მუსიკისა და სადღესასწაულო ვალსებს აერთიანებს. სცენის წინ მოეწყობა საცეკვაო მოედანი, სადაც სამეჯლისო ნომრები შესრულდება. პროექტისთვის შეირჩა სადღესასწაულო არიები ოპერებიდან, ასევე, შტრაუსის, სვირიდოვისა და ჩაიკოვსკის ვალსები.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილი მაყურებელი 12 საათზე 2016 წელს ტრადიციული მრავაჟამიერითა და ფოიერვერკით შეხვდება. წელს თავისუფლების მოედანზე მრავალჟამიერს ანსამბლი ბასიანი შეასრულებს.

საახალწლო გალა- კონცერტისთვის კომპოზიტორებმა, არჩილ გიორგობიანმა და დავით მალაზონიამ საახალწლო კომპოზიციებს შექმნეს. მათ მიერ საახალწლო თემატიკაზე შექმნილი კომპოზიციებით შესრულდება კონცერტის შემდეგ ნაწილში.

კონცერტის დასკვინით ბლოკში საოპერო და ესტრადის ვარსკვლავები საშობაო დუეტებს შეასრულებენ.