საახალწლო კონცერტთან დაკავშირებით დღეს რუსთაველის გამზირის ნაწილი გადაიკეტება

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, დღეს, 31 დეკემბერს, თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანი და რუსთველის გამზირის ნაწილი, სასტუმრო „თბილისი მერიოტიდან“, გადაიკეტება.

რუსთაველის გამზირზე თავისუფლების მოედნის მიმართულებით ავტომანქანები იმოძრავებენ ჭანტურიას ქუჩის გავლით. კოტე აფხაზის და შალვა დადიანის ქუჩებიდან მოძრაობა ნებადართულია პუშკინის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით. ბარათაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობა ნებადართული იქნება ორბელიანის მოედნიდან თაბუკაშვილის ქუჩის გავლით.

თავისუფლების მოედანზე დღეს საახალწლო გალა კონცერტი 22:30-ზე დაიწყება.

31 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე გელოდებით ყველას. ერთად შევხვდეთ ჯადოსნურ ახალ წელს თბილისში!#ახალიწელითბილისში #NewYearInTbilisi

Posted by თბილისის მერია / Tbilisi City Hall on Tuesday, December 29, 2015