მიწისძვრის დროს ქუთაისში ყველა მობილური ოპერატორი გათიშული იყო

დღეს, 13:17 წუთზე, მომხდარი მიწისძვრის შედეგადად ქალაქ ქუთაისის მაცხოვრებლებთან კავშირი არ ხდებოდა. ქუთაისის მცხოვრებნი ამბობენ, რომ როგორც საქალაქო ტელეფონები, ასევე მობილური ქსელები გათიშული იყო.
მათი თქმით, რამდენიმე წუთის მანძილზე ისინი ვერ ახერხედბნენ სატელეფონო კავშირს. მოგვიანებით ჩაირთო მობილური ქსელები, ნელ–ნელა ირთვება საქალაქო სატელეფონო ხაზებიც.
ნეტგაზეთი ინფორმაციას მობილურ ოპერატორებთან ამ წუთებში ამოწმებს.