ჩინეთი ამერიკას საფრთხეს უქმნის – ფიქრობენ ამერიკელები

ამერიკელების თითქმის ნახევარმა ჩინეთი მსოფლიოს წამყვან ეკონომიკურ ლიდერად დაასახელა.

გამოკითხვა კომპანია პიუ რისერჩ ცენტრმა ჩაატარა.

მათი შედეგებით, ამერიკელების მხოლოდ 31% ასახელებს  ამერიკას ლიდერად.

მკვლევარები ამბობენ, რომ სამი წლის წინათ, ჩინეთი გამოკითხულთა მხოლოდ 30 %–სთვის იყო ლიდერი, დღეს კი ეს 30% ამერიკას ერგო.

კომპანიამ გამოკითხვა ხუ ცინტაუს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის ამერიკაში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე ჩაატარა.

გამოკითხული დაახლოებით 1500 ადამიანია, მათი უმეტესობა–  60%, ფიქრობს, რომ ჩინეთის ეკონომიკის ზრდა აშშ–სთვის  საფრთხის შემცველია.

მიუხედავად ამისა, გამოკითხულები ჩინეთს ამერიკის მტრად არ თვლიან.

 ამერიკელების 58 % ფიქრობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის მყარი ურთიერთობების ჩამოყალიბება.

bbc