“თავისუფალი ზონის” სამი წევრი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ “თავისუფალი ზონის” 3 წევრი წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა დარბაზიდან გაათავისუფლა, თითოეულს 3 ათასლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლო სხდომა 25 დეკემბერს გაიმართა.

ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახაბერ გაბუნია 3 ოქტომბერს ქუთაისში დააკავეს. მათ პარლამენტის შენობასთან პარლამენტის წევრ დავით ლორთქიფაიძისათვის ფიზიკური შეურაცხოფის მიყენება ედებათ ბრალად.

ბრალდებულები ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად გამართულ აქციაში იღებდნენ მონაწილეობას.