დაიდგმება თუ არა ყაზბეგის ძეგლი თბილისში

Image 2938
Image 2938

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია ინიციატივით გამოვიდა, ყაზბეგის გამზირზე მწერლის ძეგლი დაიდგას.

”იდეა ახალი არაა და 2002 წელს ამ საკითხზე კულტურის სამინისტრო მუშაობდა. ჩატარდა კონკურსი, სადაც კომისიის წევრებმა მოქანდაკეების მიერ შემოთავაზებული ესკიზები განიხილეს. უპირატესობა გიორგი თექთუმანიძის ესკიზს მიანიჭეს. გადაწყვეტილება 2003 წლის თებერვლით თარიღდება. თბილისში ბევრი ძეგლია, რომელთაგან ბევრის საჭიროებას ეჭვის ქვეშ ვაყენებ, მაგრამ ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლი თბილისში ნამდვილად უნდა იყოს”, -აღნიშნავს სამუშია.

სამუშიას ინიციატივას საპასუხო განცხადებით გამოეხმაურა საკრებულოს უმრავლესობის წევრი ზურაბ გაჩეჩილაძე. მისი თქმით, ინიციატივა განიხილება და თუ დადგინდება, რომ ძეგლი არ დამახინჯებს ქალაქის იარსახეს, შესაბამისი სამუშაოები დაიწყება.