ბუდაპეშტის ქუჩაზე დაჭრილი კაცი გარდაიცვალა

რესპუბლიკური საავდმყოფოს ინფორმაციით, ბუდაპეშტის ქუჩაზე დაჭრილი კაცი გარდაიცვალა.

საავადმყოფოს ინფორმაციით, გარდაცვლილი გუშინ, 25 დეკემბერს, საღამოს, მიიყვანეს საავადმყოფოში. მას თავის არეში ჰქონდა მიყენებული ჭრილობები, რის გამოც მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. დაჭრილი გუშინვე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით სსკ-ის 108-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს.