ვინ გაურბის პრემიერის გადადგომაში ივანიშვილის როლის შესახებ დასმულ შეკითხვას

არც ირაკლი ღარიბაშვილმა და არც გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან არ ისურვეს ესაუბრათ იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა რაიმე როლი ბიძინა ივანიშვილს იმ სამთავრობო საკადრო ცვლილებაში, რომელიც პრემიერ-მინისტრს შეეხო. არც ერთმა მათგანმა ჟურნალისტების შესაბამის შეკითხვებს არ უპასუხა.

სამაგიეროდ შეკითხვას რამდენიმე დეპუტატმა უპასუხა საპარალემნტო უმრვალესობიდან:

იყო თუ არა ბიძინა ივანიშილთან კვირიკაშვილის კანდიდატურა შეთანხმებული? ამ კითხვას თამაზ მეჭიაური ასე პასუხობს:

“ვერ გეტყვით. ალბათ გარკვეული დოზით იქნებოდა, არ არის ეს ისეთი უმნიშვნელო ფაქტი, რომ თუნდაც კონსულტაციები არ გაეარა”, – ამბობს მეჭიაური.

იყო თუ არა ბიძინა ივანიშილი კანდიდატის შერჩევისას ჩართული კოსნულტაციებში? – შეკითხვას ეკა ბესელია პასუხობს:

“ბიძინა ივანიშვილი ჩვენთან ერთად არანაირ კონსულტაციებში ჩართული არ ყოფილა. ჩვენ მასთან არც შეხვედრა გვქონია და არც საუბარი. ამიტომ ამ თემის დრამატიზება არა მგონია, რომ იყოს გონივრული და სწორი”, – აცხადებს ეკა ბესელია

რაც შეეხება პარლამენტში “ქართული ოცნების” ფრაქციის ლიდერ გია ვოლსკის, იგი ამბობს:

“რასაკვირველია, გამოვრიცხავ იმას, რომ [ღარიბაშვილს] ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციები არ ჰქონოდა. მე ვიცოდი ირაკლის ამ გადაწყვეტილების თაობაზე, ცოტა უფრო გვიან ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას. ესტაფეტა გაგრძელდება წარმატებით და გაცილებით უფრო გაძლიერდება ეკონომიკური ჯგუფის საქმიანობა”.

რამდენად სწორია ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა პროცესში, რადგან ის ოფიციალური თანამდბეობის პირი არ არის? – ამ კითხვის საპსაუხოდ ვოლსკი აცხადებს:

“ხშირ შემთხვევაში ეს მთავარი სპეკულაციის საგანია, რადგან შეტევა ბიძინა ივანიშვილის მიმარუთლებით მიმდინარეობს. ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის თემები ოპონენტებისათვის გადარჩენის ხავსს წარმოადგენს. მან საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის ფეხზე დადგომაში და, ვფიქრობ, მისი მონაწილეობა- იქნება ეს კონსულტაციები, აზრის კითხვა – აუცილებელი და საჭიროა. თუმცა არც მისი პრემიერ-მინისტრობის დროს და არც არჩევნების წინ, არც ამ ყველაფრის შემდეგ, არასდროს მქონია ინფორმაცია ან მინიშნება მაინც, რომ ის ერთპიროვნულად წყვეტს და ერთპიროვნულ მოსაზრებებს ახვევს თავზე ვიღაცას. ეს გამორიცხულია. ეს შეუსაბამოა მის პიროვნულ ხასიათთან და მის დამოკიდებულებასთან.

წესიერ ადამიანთან რომ გვქონდეს საქმე, არც ყოფილ პრეზიდენტთან იქნებოდა გამორიცხული კონსულტაციები და მისი აზრის გათვალისწინება მომავალ საქმიანობაში. ასეთი ტრადიცია არსებობს განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში, განსაკუთრებით აშშ-ში და, ვფიქრობ, ეს მართებულია”, – აცხადებს ვოლსკი.

იგი გამორიცხავს, რომ ღარიბაშილმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ივანიშვილის ჩარევის შედეგად მიიღო: