10 ათასი საახალწლო შეთავაზება და 15 მილიონიანი რეალიზაცია

დეკემბრის თვეში “10 000 საახალწლო შეთავაზების” ფარგლებში  კომპანია “ელიტ ელექტრონიქსმა” 15 მილიონი ლარის პროდუქციის რეალიზაცია განახორციელა.

“დეკემბერში არანაკლებ 13 მლიონ ლარამდე რეალიზაცია იყო დაგეგმლი, თუმცა დეკემბრის მთლიანმა რეალიზაციამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და 15 მილიონ ლარზე მეტი  შეადგინა. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით კომპანიამ გაყიდვები 6 მილიონ ლარზე მეტით გაზარდა“ – აცხადებს “ელიტ ელექტრონიქსის“ გაყიდვების მენეჯერი ია ნადირაშვილი.

“10 000 საახალწლო შეთავაზების” აქციის ფარგლებში კომპანია „ელიტ ელექტრონიქსმა“  მსოფლიოში ცნობილი ბრენდების პროდუქცია ფასდაკლებით წარმოადგინა.

„ეკონომიკურ სიტუაციას და კომპანიის გაყიდვებს თუ შევაფარდებთ, შეიძლება თამამად ითქვას, რომ 2010 წელი ბოლო წლებთან შედარებით ყველაზე ეფექტური იყო“ – ამბობს ია ნადირაშვილი.

2009 წელს „ელიტ ელექტრონიქსის“ წლიურმა ბრუნვამ 43 500 000 ლარი შეადგინა, 2010-ში –70 მლნ ლარზე მეტი, 2011 წელს კი მენეჯმენტი 100 მლნ ლარის რეალიზაციას ელის. 

ელიტ ელექტრონიქსი საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 1996 წლიდან ფუნქციონირებს და დღესდღეობით 27 მაღაზიას მოიცავს.